რუდოლფ III (ბურგუნდიის მეფე)
რუდოლფ III ზარმაცი | |
---|---|
ფრანგ. Rodolphe III იტალ. Rodolfo III | |
რუდოლფ III, ბურგუნდიის მეფე | |
ბურგუნდიის სამეფო ბურგუნდიის (არელატის) მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 19 ოქტომბერი 993 |
მმართ. დასასრული: | 6 სექტემბერი 1032 |
წინამორბედი: | კონრად I |
მემკვიდრე: | სამეფო შევიდა საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 971 |
გარდ. თარიღი: | 6 სექტემბერი 1032 |
დინასტია: | ველფები |
მამა: | კონრად I |
დედა: | მატილდა |
რუდოლფ III ზარმაცი (ფრანგ. Rodolphe III, იტალ. Rodolfo III; დ. 971 — გ. 6 სექტემბერი, 1032) — ბურგუნდიის მეფე (993–1032), მეფე კონრად I-ისა და მათილდას ვაჟი, ველფების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი ბურგუნდიის ტახტზე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუდოლფ III ბურგუნდიის მეფე გახდა 993 წელს, კონრად I-ის გარდაცვალების შემდეგ. მისმა მმართველობამ ომებსა და აჯანყებებში გაიარა. მას არ შეეძლო მის წინააღმდეგ აჯანყებული დიდებულების დაშოშმინება. ბურგუნდიის მძიმე საშინაო მდგომარეობით ისარგებლა გერმანიის იმპერატორმა ჰაინრიხ II წმინდანმა, რომელიც შეიჭრა მის ტერიტორიაზე და რუდოლფს აიძულა, იგი ბურგუნდიის ტახტის მემკვიდრედ ეღიარებინა. ჰაინრიხის გარდაცვალების შემდეგ, ახალმა იმპერატორმა კონრად II-მაც იგივე აიძულა ბურგუნდიის მეფეს. საბოლოოდ, 1032 წელს რუდოლფის გარდაცვალების შემდეგ ბურგუნდია შევიდა საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში მესამე სამეფოს სახით, გერმანიასა და იტალიასთან ერთად.
ქორწინება და შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1-ლი ცოლი: 994 წლის 12 იანვრამდე აგალტრუდა (გ. 21 მარტი, 1008/18 თებერვალი 1011). ამ ქორწინებიდან შვილები არ გასჩენია.
მე-2 ცოლი: ირმენგარდა (გ. 25/27 აგვისტოს, 1057 წლის შემდეგ), პროვანსის გრაფის, როტბალდ III-ის ქვრივი. ამ ქორწინებიდან შვილები არ გასჩენია.
უცნობი საყვარლისგან რუდოლფს ჰყავდა, როგორც მინიმუმ, ერთი უკანონო ვაჟი:
- გუგო (გ. 1038 წლის 31 აგვისტოს).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Histoire du Royaume de Bourgogne du IXème au XIème siècle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-07. ციტირების თარიღი: 2011-12-25.
- KINGS of UPPER BURGUNDY 888—1032 (WELF) (ინგლისური) Foundation for Medieval Genealogy
- Rudolf III. der Faule König von Burgund. Die Genealogie der Franken und Frankreichs - Die fränkischen Adelsgeschlechter des Mittelalters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-20. ციტირების თარიღი: 2011-12-25.